მაროკოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 901-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობამ 5,530-ს მიაღწია.
როგორც მაშველები ამბობენ, მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ცნობისთვის, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა.
მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში მეჩეთი დაზიანდა და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.