წყალტუბოში პოლიციელებს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ნინო ჩირგაძის განცხადებით, მისი 17 წლის შვილი 10 მარტს პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, პოლიციამ მისი შვილი შურისძიების გამო დააკავა. მას პირობითი მსჯავრი ქონდა და პოლიცია თანამშრომლობას თხოვდა რაზეც ახალგაზრდა არ დათანხმდა. არასრულწლოვანი ნ.შ ამ დროისთვის ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარადა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის ცნობილია და უკვე დაწყებულია ფაქტის შესწავლა.მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.
“გამოცდა რომ ჩააბარა ვარდი მომართვა”-ტრაგედია თბილისში
თბილისში , ვარკეთილში მომხდარ ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა : https://youtube.com/shorts/1G2S1eQz3kc?feature=share ცნობილია ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა, ამს მეგობრები კორკეს ეძახდნენ: "ზოგიერთი მოსწავლეები ხომ განსაკუთრებულად გვამახსოვრებენ თავს, საკუთარი ქცევით, გაკვეთილებზე პოზიტიური...