უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ქუთაისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება , ქალაქში მოქმედ უფასო სასადილოებში გატარდეს დამატებითი საპროფილაქტიკო ღონისძიებები.
ორშაბათიდან „მადლიერების სახლის“ უფასო სასადილოებში საკვები მხოლოდ შინ წასაღებად გაიცემა და აღარ მოხდება ადგილზე კვება. იმისთვის, რომ საკვების გაცემა იყოს უსაფრთხო, უფასო სასადილოების თანამშრომელები გააკონტროლებენ შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას , შესაბამისი სადეზიფექციო ხსნარების გამოყენებით. ხოლო სასადილო ოთახში ერთდროულად 2-3 მოქალაქეზე მეტი ვერ შევა.
ამავდროულად, დღეში ორჯერ, წესების სრული დაცვით მიმდინარეობს „მადლიერების სახლის“ და უფასო სასადილოების შენობების სადეზინფექციო სამუშაოები.
რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. გუშინ, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6759,...










