“ლივერპულის” გულშემატკივრები კრიშტიანუ რონალდუს გარდაცვლილ ახალშობილ შვილს პატივს მიაგებენ.
მერსისაიდული კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედს” დღეს საღამოს, 23:00 საათზე, „ენფილდზე” დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში რონალდუ მონაწილეობას პირადი ტრაგედიის გამო ვერ მიიღებს.
რონალდუ თავის მეწყვილე ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ტყუპებს ელოდებოდა, თუმცა მშობიარობისას მხოლოდ გოგონა გადარჩა, ბიჭი კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.