ლიბანის დედაქალაქ ბეირუთთან ახლოს მომხდარ შეტაკებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ხალდეში მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ შიიტურ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ქუჩაში ბანერი განათავსეს. აღნიშნულ უბანში შიიტების გარდა სუნიტი მუსლიმებიც ცხოვრობენ, რომლებმაც ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს.
გვიან ღამით მხარეებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, სულ მცირე 3 კი მძიმედ დაშავდა.
ადგილზე ვითარების სტაბილიზაციის მიზნით ლიბანის შეირაღებული ძალები იყოფებიან.