საფრანგეთში მცხოვრები ქართველი გვაუწყებს, რომ საფრანგეში covid-19-ის დამარცხებას ზეიმობენ. უიმედო პაციენტებზე ახალი პრეპარატით საუკეთესო შედეგი მიიღეს.
მისივე ცნობით აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის ტელევიზიამ FT 1-მა საგანგებო ეთერით გადმოსცა.
“მარსელის სამედინიცინო ცენტრის პროფესორებმა გამოსცადეს ანტიბიოტიკი. პრეპარატზე მუშაობდა პროფესორი რაული და მან დღეს საღამოს დაამტკიცა ის რომ კორონა ვირუსი დამარცხდა. მან ექსპერიმენტი 24 ადამიანზე ჩაატარა და დღეს საღამო დასკვნა დადო რომ 24-ვე მათგანი ბოლომდე განიკურნა.
ამ საღამოს უკვე 800 პაციენტი ჩართეს ამ პრეპარატით მკურნლობაში, სამ დღეში ისინიც განიკურნებიან. ახლა ქვეყანაში დიდი ფორიაქია.” – გვწერს საფრანგეთის მოქალაქე ქართველი პლატონ გედენიძე.
21 მარტს winally.com წერდა აღნიშნული ექსპერიმენტის შესახებ, თუმცა იმ დროს გამოჯანმრთელების დინამიკა 75 %-ში აღინიშნებოდა.
მარსელის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ჩატარებულ ტესტებში ნათქვამია, რომ ქლოროქსინის გამოყენება შესაძლებელია ახალი ტიპის კოროვირუსების სამკურნალოდ, მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
აქვე ნათქვამი იყო, რომ პროფესორმა დიდიე რაულმა ჩაატარა ტესტები ქლოროქინზე, რომელიც თავდაპირველად გამოყენებული იყო მალარიის მკურნალობაში.
მსოფლიოს მასშტაბით კორონა ვირუსით 414,661 ადამიანი დაავდებული, მათგან 18,552 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 108,293-ს მიაღწია. საფრანგეთში 22,304 დაავადებულია, გარდაიცვალა 1, 100 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3,281.
თემას მოგვიანებით სოციალური ქსელიც გამოეხმაურა: ,,
,,მარსელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორმა, მიკრობიოლოგიის პროფესორმა, მსოფლიო დონის უდიდესმა ინფექციოლოგმა კვლევა ჩაატარა და 24 პაციენტზე დაკვირვებით მედიკამენტ კლოროკინით 24 ვე შემთხვევაში, პაციენტებს კორონა ვირუსის ყველა სიმპტომი მოუხსნა, ამავე დროს ეს ადამიანები 6 დღეში აღარც პოტენციურ გამავრცელებლად ითვლებოდნენ.
ფრანგულ არხებზე მთელი დებატები მიდის …
ამ კაცს ჯერ დასცინეს, მერე აღშფოთდნენ და ეხლა ამათი ჯანმრთელობის მინისტრიც კი იმას იძახის, მგონი ეს კაცი მართალიაო..”-წერს დათო ტურაშვილი.
P.S. აღნიშნილი მედიკამენტით თვითკურნალობა აკრძალულია!