საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანია გამოჯანმრთელებული.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 60 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე