გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური ჩარტების კომპანიამ იმ კომპოზიციების ათეული შეადგინა, რომელთა მოსმენებმაც სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე მას შემდეგ იმატა, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. სიმღერებსა და Covid19-ს შორის კავშირის დასანახად აღვნიშნავთ, რომ ყველაზე ახალი ტრეკი, რომელიც ჩამონათვალში მოხვდა, ხუთი წლის წინაა გამოშვებული.
Gerry and the Pacemakers – You’ll Never Walk Alone (1963)
ბრიტანული ჯგუფის ეს ჩანაწერი საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” ჰიმნია, ბოლო პერიოდში კი ქვეყანაში წამოწყებული სოლიდარობის კამპანიის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.
Akon – Locked Up (2003)
თუ გავითვალისწინებთ, რომ სიმღერის სათაური თარგმანში “გამოკეტილს” ნიშნავს, გასაკვირი არ არის, რატომ გაიხსენეს ის თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა.
The Police – Don’t Stand So Close To Me (1980)
სოციალურ დისტანცირებას ბრიტანული როკ ჯგუფის კომპოზიცია “ნუ დადგები ჩემთან ასე ახლოს” ეხმიანება.
Frank Ocean – Lost (2012)
ბრინატეთში აგრეთვე მოულოდნელად იმატა პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ფრენკ ოუშენის 2012 წელს გამოშვებული კომპოზიციის პოპულარობამ.
Akon – Lonely (2004)
როგორც ჩანს, ბრიტანელები მარტოობას ეიქონის კიდევ ერთი კომპოზიციით იქარვებენ.
Junior Senior – Move Your Feet (2002)
სოციალური დისტანცირების დროს არანაკლებ აქტუალურია დანიური პოპ დუეტის ჰიტი Move Your Feet.
John Lennon & The Plastic Ono Band – Imagine (1971)
გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანელებმა ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის პოზიტიური შინაარსის ჰიტი Imagine გაიხსენეს.
R.E.M. – It’s the End of the World as We Know It (1987)
ამერიკული როკ კოლექტივის ამ კომპოზიციას კი, ალბათ, ბრიტანეთში ის ადამიანები უსმენენ, რომლებიც კორონავირუსის გამო სამყაროს აღსასრულს ელიან.
S Club 7 – Reach (2000)
ათეულში ბრიტანული პოპ ჯგუფის ოპტიმისტური კომპოზიცია გვხვდება, რომელიც ერთად დგომით ყველა განსაცდელის დაძლევას გვპირდება.
R.E.M – Everybody Hurts (2014)
R.E.M-ის კიდევ ერთი კომპოზიცია Everybody Hurts კი მსმენელებს ახსენებს, რომ კორონავირუსით ყველა ადამიანი შეიძლება, დაინფიცირდეს.
popmusic.ge