სენაკის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბალდის კანიონი 40 წლით გადაეცა კერძო ,,კანიონი 350″ – ს.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ბალდის კანიონთან დაკავშირებით სასამართლოს ორი წლის წინ მიმართეს და იჯარის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს.
“მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც არ დააკმაყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის სარჩელი, სინამდვილეში მან გაამართლა:
კორუფცია;
ადგილობრივებზე ძალადობა;
ბუნების განადგურების პროექტი.
ამ საქმის განხილვისას, მოსამართლემ არაფრად ჩააგდო შემდეგი ფაქტები:
ბალდის კანიონის მალულად გაიჯარებით, დაირღვა მოსახლეობის კონსტიტუციური უფლება, რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო კანონი.
ყოფილი ჩინოვნიკების გამდიდრების მიზნით განადგურებისთვის გაიწირა ჩვენი სიმდიდრე – უნიკალური ბუნება;
უმნიშვნელო აღმოჩნდა სისტემული კორუფცია დაცული ტერიტორიების სააგენტოში – ყოფილი თავმჯდომარე, ვალერიან მჭედლიძე წილებს ფლობს მისივე სააგენტოს მიერ გაიჯარებულ 10-მდე ბუნების ძეგლზე;
ინვესტორი კომპანიის დირექტორი გიორგი მერკვილაძე ორჯერ დაესხა თავს მოსახლეობას და შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულში ორჯერ იქნა დამნაშავედ ცნობილი. (თუმცა, რატომღაც, მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდა);
კომპანიის თანამშრომელი ცივი იარაღით დაესხა ბალდის მოძრაობის წევრებსა და 7 ჭრილობა მიაყენა ჩვენს თანამებრძოლს.
დარეჯან კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ მწვანე შუქი აუნთო ხალხის ჩაგვრას – ვინც ჩვენი საერთო სიკეთის, ჩვენი მიწა-წყლის შესანარჩუნებლად შიშველი ხელებით, მშვიდობიანად და ღირსეულად იბრძვის და მიუხედავად ყოველდღიურად მზარდი ტერორისა, ბოლომდე იბრძოლებს!”- წერენ “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” მოძრაობის წევრები
16 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...
2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა მარიამ ტყემალაძეა. ის თსუ-ს სტუდენტი იყო და საკმაოდ წარმატებული. გოგონა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა....
ვერძი შესაძლოა, დღეს სხვადასხვა საკითხების მოგვარება ერთდროულად მოგიწიოთ. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი შესაძლებლობები. ერთბაშად, რამდენიმე საქმის კეთება, ამ ეტაპზე, სავსებით შეუსაბამო და უადგილოა. კურო ცვლილებებისთვის კარგი დროა,...
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მსვლელობა 11:00 საათზე ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ...
გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა. “ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ,...
საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის სამადლობელ წერილს ავრცელებს: „ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სამადლობელი სიტყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული...
ქუთაისში, ბალახვანში ყვავილების მაღაზიაში ხანძარია. როგორც მეგა ტვ-ს წყარო უყვება , მაღაზია ხანძრის გაჩენის დროს დაკეტილი იყო. არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და პოლიცია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის...
მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. თვითმხილველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „რამდენიმე წუთია მოვედი სახლში, საშინელ ფაქტს შევესწარი მეტროში - ახალგაზრდა გოგო, 30 წლისაც არ იყო... საბრალოს, მატარებლის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის...