ეკონომიკის სამინისტროში ჯერჯერობით არ კეთდება კომენტარი იმის თაობაზე, წყვეტს თუ არა „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას და ამბობს თუ არა უარს “ნამახვანჰესის” აშენებაზე.
„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაუკავშირდა „ენკას“ საქართველოს წარმომადგენლობას, სადაც აცხადებენ, რომ შესაბამისი განმარტება კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის მხრიდან უნდა გაკეთდეს.
ამასთან, Business Media Georgia-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს და “ნამახვანჰესს” აღარ ააშენებს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად შეთანხმებაში გათვალისწინებული პირობების დარღვევა სახელდება.