თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook live-ში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ დამატებითი კვლევების შედეგად, არანაირი გართულება არ აქვს და ორშაბათიდან დაუბრუნდება “სრულფასოვან სამუშაო გარემოს”.
“დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არაა, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება დედაქალაქს”, – თქვა კალაძემ მიმართვაში.