LIVE TV
შაბათი, დეკემბერი 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კარლო კოპალიანი მარკ ცუკერბერგს ურჩევს ორმხრივად იმოქმედოს

დაპოსტა 2019/12/23-ში
254
ნახვა
გაზიარება

„ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ფეისბუქის“ მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას. მისი განცხადებით, ოპოზიციური გაერთიანების წევრებს პროდასავლურობაზე აქვთ პრეტენზია და ამავდროულად მოსკოვში დადიან. კოპალიანის შეფასებით, სწორედ ეს არის პროდასავლურობის ღალატი.

„დამისახელეთ, რომელიმე ჯგუფი, რომელიც „ფეისბუქმა“ გააუქმა და რომელზეც დამტკიცდა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებდა. თუ მსგავსი რამ იყო, ვეთანხმები, რომ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს გაუქმება უნდა მოხდეს ორმხრივად. როდესაც პროდასავლურობაზე გაქვს პრეტენზია და უზარმაზარ ოპოზიციურ გაერთიანებას ქმნი, მაგ გაერთიანების წევრები მოსკოვში არ უნდა დარბოდნენ. აი, სად არის პროდასავლურობის ღალატი და ვინ არიან პრორუსები, აღარ ვლაპარაკობ მათ თავმჯდომარეზე პოლკოვნიკ ვაშაძეზე. ამიტომ „ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ეს აქედან მიწოდებული ინფორმაცია იყო და ეს ერთ-ერთი ხერხია „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად, მაგრამ ეს არ გამოუვათ. „ფეისბუქმა“ რეაგირება გააკეთა იმაზე, რა ინფორმაციაც მიიღო. ისეთი გვერდებია გაუქმებული, რომელთა 90% რეალურია,“ – განაცხადა კოპალიანმა.

შეგახსენებთ, „ფეისბუქის“ განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალეს.

„წავშალეთ 39 ქართული „ფეისბუქ“ ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 „ინსტაგრამ“ ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში“,- ნათქვამია კომპანია „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: ბოტებიკარლო კოპალიანიტროლებიფეისბუკი
გაზიარება105

დაკავშირებული -პოსტები

თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა

დეკემბერი 12, 2025
954
მთავარი

მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ს ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს უქმეებზე

დეკემბერი 12, 2025
84
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

შეიქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების ერთიანი ბაზა

დეკემბერი 12, 2025
84
მთავარი

ივანიშვილის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის – ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში

დეკემბერი 12, 2025
581
მთავარი

ავარია სოფელ მუხაესტატეში, ცენტრალურ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა.

დაწვრილებითDetails

გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და განვაახლეთ გამოძიება – ირაკლი კობახიძე

დეკემბერი 12, 2025
25
მთავარი

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით, განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს მერია საახალწლოდ დეკორაციებისა და განათებებისა შესყიდვისათვის 115 450 ლარს გადაიხდის

დეკემბერი 12, 2025
57
მთავარი

წყალტუბოს მერია საახალწლოდ დეკორაციებისა და განათებებისა შესყიდვისათვის 115 450 ლარს გადაიხდის-NAT250019855 მერიამ უკვე ჩაიბარა დეკორაციები და განათებები, მიწოდება შპს "დანდი"-მ უზრუნველყო ასევე წყალტუბოს მერიამ  3250  ლარი გამოყო ფეიერვერკის შესყიდვის მიზნით. 

დაწვრილებითDetails

ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს

დეკემბერი 12, 2025
31
მთავარი

ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს ტენდერი უკვე გამოცხადებულია(NAT250020911). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24`575 ლარია სასაჩუქრე ნობათი უნდა  მოიცავდეს  შემდეგი სახის პროდუქტს: 1) ქათამი გაყინული 2) ზეთი 3)...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025’’ იხსნება

დეკემბერი 12, 2025
15
მთავარი

13 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იხსნება ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025’’. „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული და ყველაზე ფართოდ გავრცელებული კულტურულ ღონისძიებათა ერთობლიობა. ის ევროპის კულტურული კონვენციის,...

დაწვრილებითDetails

კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ 300 მეტრიან ახალ მონაკვეთს აშენებს

დეკემბერი 12, 2025
39
მთავარი

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიასტერიტორიაზე, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენი ბუნებრივი აირით სამეგრელოს რეგიონს ამარაგებს. მილსადენის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

დეკემბერი 12, 2025
376
მთავარი

დიდ დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი 29 წლის სერგი შტააძეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.   ახალგაზრდა კაცის ცხედარი დიდ დიღომში გუშინ იპოვეს. ის სამი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».