დიდი ხანია არსებობს ეჭვი იმისა, რომ ქუთაისის მერიის შენობის გასხვისება იგეგმება, გუშინ კი ეს ფაქტი ქალაქის მერმა თავადვე დაადასტურა. იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით მერიის შენობა სასტუმროსთვის მეტად მისაღები იქნება
“ჩვენ გვაქვს მოსაზრება და , რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება ლოგიკური არის გამომდინარე იქიდან, რომ ვფიქრობთ, რომ ალბათ, ეს შენობა და ეს მოცემულობა უფრო მეტად სასტუმროსთვის მისაღები იქნება, ვიდრე ადმინისტრაციული შენობისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ვიფიქროთ ამ შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით და გარკვეულ პროცესში ვართ რომ მოვამზადოთ ასე რომ ვთქვათ პირობები.
თუმცა, გადაწყვეტილი ეს საკითხი არ გახლავთ. მინდა გითხრათ, რომ ეს განიხილება ერთ-ერთ ვერსიად და ჯერ-ჯერობით კონკრეტული, რაიმე გადაწყვეტილება, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობა იყიდება ჩვენ მიღებული არა გვაქვს. ეს არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება” – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა
ერთ-ერთი ვერსიით, ადმინისტრაციული ორგანოს გადატანა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იგეგმება