ისრაელში, ქალაქს კირიათ-ბიალიკში შოთა რუსთაველი ბიუსტი დაიდგმება, ამის შესახებ დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქართულ-ებრაულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
ბიუსტის დადგმის ინიციატივა მერაბ კვიცარიძეს ეკუთვნის და იდეის განხორციელება მომავალ წელს იგეგმება.
დღეს, ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული,ზვიად შალამბერიძე, ქუთაისი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს წევრი მერაბ კვიცარიძე ქალაქ კირიათ-ბიალიკის მერს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტუმრებმა ქართველი და ებრაელი ხალხის საუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრეს.