ქუთაისელი ირინე ისაკაძე პროფესიით მხატვარია. ამბობს, რომ ბავშვობიდან ხატავდა. დაამთავრა სამხატვრო სკოლა, შემდგომ ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა. მხატვრობა მთავარ პროფესიად და მალე შემოსავლის წყაროდ აქცია. ამზადებს სუვენირებს, ძირითადად ქართული სიმბოლოებით დატვირთულ ნამუშევრებს, რადგან მისი თქმით , ტურისტები მსგავი ნაკეთობებით ხშირად ინტერესდებიან.
ირინე ხატმწერიცაა. შეკვეთებს ხატებზე ეკლესიიდან თუ კერძო პირებიდან ხშირად იღებს. ამბობს,რომ ფერწერაში მხატვარს უფრო მეტი თავისუფლება აქვს , ხატი კი თავისი კანონიკის მიხედვით იწერება.
ფუნჯები, საღებავები და სხვა საჭირო მასალები პროექტ „ელკანას“ ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. რამდენიმე თვიანი ინტენსიური ტრენინგების შედეგად, ირინამ ისწავლა ბიზნესგეგმისა და საგრანტო წინადადების მომზადება და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გრანტი მოიპოვა. თუმცა მისი საქმიანობა ჯერ მიკრობიზნესად რჩება.
ირინა თავის ნაკეთობებს მხოლოდ იმერეთში ყიდის, თუმცა მომავალში აპირებს სხვა რეგიონებიც მოიცვას. შესაძლოა მალე თავისი ბიზნესი გააფართოვოს.