ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია “პირველთან” პოლიციის მობილიზება დაიწყო.
“სულ რამდენიმე წუთის წინ “ტვ პირველთან”, პოლიციის მობილიზება დაიწყო და ხომ მშვიდობა გვაქვს ? ამ შუაღამისას პოლიცია რატომ გამოჩნდა ჩვენს ოფისთან?”, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
თუ რატომ გახდა სამართალდამცველების მობილიზება საჭირო ტელეკომპანიასთან, ამ ეტაპზე უცნობია.