LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იმერეთის მაღალმთიანი სოფლიდან მაღალი მოდის ინდუსტრიაში – ნახეთ ქართველი ქალის წარმატების ისტორია (+ვიდეო)

იმერეთის მაღალმთიანი სოფლიდან მაღალი მოდის ინდუსტრიაში – ნახეთ ქართველი ქალის წარმატების ისტორია (+ვიდეო)

დაპოსტა 2023/10/05-ში
A A
379
ნახვა
გაზიარება

30 სექტემბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” საქართველოს მაღალი მოდის კვირეულზე ბრენდმა zhakirtofficial  მაღალი მოდის ავანგარდული კოლექცია „რენესანსი“ წარმოადგინა. კოლექცია იმერეთის მაღალმთიანი სოფლის, გორდის მკვიდრმა, წლების წინ ემიგრაციაში გადასახლებულმა ჟანა კირთაძემ შექმნა, რომელსაც საბერძნეთში იოანა ივანოვნად იცნობენ. ქართველი ქალი საბერძნეთის მაღალი მოდის სფეროში დღესდღეობით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს.

23 წლის ასაკში დაწყებული ემიგრანტობის რთული გზა,  ახლა უკვე წინსვლებით გრძელდება. 10 წლიანი განშორების შემდეგ იოანას დებიუტი საქართველოში შედგა.

კოლექცია შექმნილია ფუტურისტული, გეომეტრიული ფორმებითა და ელემენტებით სამგანზომილებიან მოცულობებში, რაც ხაზს უსვამს დიზაინერის განსაკუთრებულ იდენტობას.
კოლექციის ინსპირაციაა ემიგრაციაში ნაპოვნი ქალი-ელეგანტური ,თანამედროვე , შეუპოვარი , უშიშარი ქალი, რომელიც თავისი სიძლიერით მოდის, რომ შეცვალოს, დაამსხვრიოს სტერეოტიპები და თანამედროვე ეპოქაში მოახდინოს აღორძინება. ქალი, რომელსაც მიუხედავად სირთულეებისა და დაბრკოლებებისა აქვს იმის ძალა რომ გადარჩეს და თავიდან დაიბადოს. ქალი – რენესანსი,ძლიერი და უშიშარი, რომელსაც სიახლეები მოაქვს თანამედროვე ეპოქაში.

წლევანდელ კოლექციაში ერთი ლუქია, რომელზეც ამოყვანილია “აი ია”, როგორც იოანა ამბობს ქართული ასოები მისი ინსპირაციის წყაროა და სამომავლოდ სამკაულების შექმნასაც აპირებს.

“ყოველდღიურობაში მაქვს ინსპირაცია. ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ, ვქმნი და ვვითარდები… სიურეალიზმი, კუბიზმი, ფუტურიზმი, ქანდაკება, არქიტექტურა ბევრჯერ გამხდარა ჩემი შთაგონების წყარო. გეომეტრიული ფორმები, ასიმეტრია, დახვეწილი დრაპინგის ტექნიკა, ფერწერა, ქანდაკების დეტალები… 3D ხელნაკეთი ნაკერებით არის დამუშავებული ჩემი კოლექცია. მაქვს ისეთი ლუქები, თითოეულზე რომ ორი კვირა ვიმუშავე. ისინი ჩემს პატარა ატელიეში იქმნება. ყველა ლუქი შექმნილი, შეკერილი და დამუშავებულია ხელით. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქსოვილს, ათენში კი სამწუხაროდ, დიდი არჩევანი არ გვაქვს.

წლევანდელ კოლექციაში ერთი ლუქი მაქვს, რომელზეც ამოყვანილია “აი ია”… ასოები არის ჩემი ინსპირაციის წყარო და სამომავლოდ, ქართული ასოებით სამკაულების შექმნას ვაპირებ. მინდოდა ქართული ასოების პრინტით სამოსის შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ვერ შევძელი. როცა ჩამოვალ, თბილისში გავარკვევ დეტალებს და მომდევნო კოლექციაზე აუცილებლად იქნება. მიმაჩნია, რომ ასეთი დამწერლობა არავის აქვს… ძალიან მომწონს ვაზი, მაგრამ ჯერ ვერ ვეხები.” – ამბობს იოვანა ჟურნალ “გზა”-თან ინტერვიუში.

თბილისში მაღალი მოდის კვირეული გაიმართა, დიზაინერებმა ხელით შექმნილი კოლექციები წარმოადგინეს. მაღალი მოდა გულისხმობს რომ კოლექციის 70% ხელით უნდა შეიქმნას. კვირეულის დამფუძნებელია დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი

 

გაზიარება152

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

21 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:   გაგრა +21 - წვიმა   სოხუმი +23 - უმეტესად ღრუბლიანი   ზუგდიდი +25 - უმეტესად მზიანი   მესტია +18 - წვიმა   ფოთი...

დაწვრილებითDetails

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი გრძნობა - სიყვარული თუ სიძულვილი, თქვენზეა დამოკიდებული. პრობლემების გადაჭრისას სერიოზული სირთულეები გელით, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, უკან არ დაიხიოთ და არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ. ეცადეთ,...

დაწვრილებითDetails

ჭიათურელმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ჭიათურაში მასშტაბური აქცია იმართება
მთავარი

გუშინ, 19 ივნისს, ჭიათურელმა მაღაროელებმა საპროტესტო კარვებში შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ “მაუწყებელს” მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განუცხადა. იზოლატორში შიმშილობს ერთ-ერთი პატიმარი მერაბ სარალიძეც. პროტესტის მთავარი მოთხოვნა 29 აპრილს დაკავებული მერაბ სარალიძის,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ქუთაისში ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს
მთავარი

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა დაკავებულ აქტივისტსა და მასწავლებელს ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. ნინო დათაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა ედება, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა...

დაწვრილებითDetails

საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.   როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მთავარი

ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოს მსოფლიოს გუნდური ასპარეზობის ჩემპიონია უნგრეთში დასრულდა 2025 წლის გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივნისისთვის ერთი აშშ დოლარი 2.7268 ლარი ეღირება, ევრო – 3.1435 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6795 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.   როგორც ის აღნიშნავს, ეს...

დაწვრილებითDetails

,,ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

„ქართული ოცნება“ ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე „გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რატომ არ წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა დეკლარაცია, როგორც პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნება“ ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე „გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას დეზინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით წარედგინა

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"