იაპონია აპირებს კომპანიებს ჩინეთის დატოვებისთვის და თავიანთი წარმოების სხვაგან გადატანისთვის ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ამის შესახებ მედია იუწყება .
საამისოდ, იაპონიის მთავრობა $2,2 მილიარდს გამოყოფს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისთვის, რითაც თავის მწარმოებლებს დაეხმარება.
ახალი შეთავაზებით 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) კომპანიებს ჩინეთიდან იაპონიაში წარმოების გადასატანად მოხმარდება, დამატებით 23,5 მილიარდი იენი კი ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადასატანად.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი იაპონიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.