თელავში, 3 საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.
უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, თავდაპირველად ცეცხლი ერთი სახლის სახურავზე გაჩნდა და ახლომდებარე შენობებზე გავრცელდა.