თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, 12 აპრილს კორონავირუსი ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა, ვირუსზე კიდევ 4-მა თანამშრომელმა დადებითი პასუხი მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაინფიცირება ექთნიდან მოხდა.
მედდა თბილისში ერთ-ერთ ეკლესიის მსახურის დაა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ასევე, დაინფიცირებულია ექთნის შვილი და დედამთილი.