თბილისში East Point – ში მისულ მომხმარებელს მაღაზია New Yorker-ში მომსახურე პერსონალმა შერჩეული და სასურველი ნივთი სალარო აპარატთან ხელიდან ააცალა, თან განუცხადა, რომ ქურთუკი, რომლის ყიდვაც გადაწყვიტეს, უკვე გაყიდულია და იგი, ერთ ერთმა კონსულტანტმა თავისთვის გადაინახა.
როგორც მომხმარებელი გვატყობინებს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით, მაღაზიის მენეჯერს მიმართეს, რომელმაც ამთ, იგივე განუმარტა და უთხრა, რომ საღამოს 10 საათისათვის ქურთუკი გაყიდული თუ არ იქნება, შეუძლიათ იყიდონ. აღსანიშნავია, რომ მაღაზიაში ფასდაკლებაა და ადგილობრივ მუშაკთა ცდუნებისა და მომხმარებელთა ინტერესების უგულველყოფის მიზეზი სწორედ ესაა. ხელსაყრელ ფასად ნივთი თავად ან მათმა ახლობლებმა იყიდონ.
მომხმარებელთა ცნობით, სუპერ მარკეტებში მომხმარებელთა უფლებების დარღვევა ახალი ამბავი სულაც არაა და მომსახურების ხარისხზე აქ ნაკლებად ზრუნავენ.