თამუნა მუსერიძე ავრცელებს ვიდეოს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ მისი ისტორიით ცნობილი კინოკომპანია Warner Brothers დაინტერესდა, გადაღება კი დადიანების სასახლეში შედგა.
„ახლა მივდივართ დადიანების სასახლეში გადასაღებად. რის გადასაღებად და… „ვორნერ ბრაზერსმა“ რომ გაიგო ჩემი ამბავი, სასწრაფოდ გადმოფრინდნენ… არ ვხუმრობ, მართლა არ ვხუმრობ. აი, მოვედი დადიანების სასახლეში და ძალიან ჩემია. მივხვდი, რომ სახლში ვარ,“ – ამბობს მუსერიძე.
თამუნა მუსერიძემ რვაწლიანი ძებნის შემდეგ მამა იპოვა. მისი ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები ქორეოგრაფი გურგენ ხორავა აღმოჩნდა.