თალიბანმა ავღანეთში, ავიაკომპანიებს განუცხადა, რომ ქალებს თანმხლები კაცის გარეშე მგზავრობა აღარ შეეძლებათ. აკრძალვა ეხება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ფრენებს, – ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ზნეობის გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ ავიაკომპანიებს, ახალი შეზღუდვების შესახებ, წერილი შაბათს გაუგზავნა.
როგორც ირკვევა, თალიბებმა იმ ქალებს, რომელთაც თანმხლები არ ჰყავთ და დღევანდელ ან ხვალინდელ რეისებზე ბილეთები უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ, „შეღავათი გაუწიეს“ და ამ ორი დღის განმავლობაში, მათ მისცემენ მარტო მგზავრობის უფლებას.