გავრცელებული ინფორმაციით,მოძრაობა “თალიბანმა”, რომელმაც ავღანეთზე კონტროლი მოიპოვა, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტები დაგმო.
“თალიბანის” წარმომადგენელი სუჰეილ შაჰინი აცხადებს, რომ მაშინ ისინი მზად იყვნენ აშშ-სთან ეთანამშრომლათ და გამოძიებაში დახმარებოდნენ.
“იმ დროს, ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი თალიბებისთვის “ალ-ქაიდას” მიერ მომზადებული ტერაქტები სრულიად მოულოდნელი იყო. “თალიბანმა” ამ თავდასხმების შესახებ არაფერი იცოდა”, – განაცხადა სუჰეილ შაჰინმა.
2001 წლის 11 სექტემბერის დილას, „ალ-ქაიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა.
ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი კი, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა.