“თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე!” – ქუთაისში ჟურნალისტები, ხვალ, 12 :00 საათზე მერიის შენობასთან ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.
ჟურნალისტების პროტესტი ქუთაისის მერიაში ჟურნალისტებისათის გადაადგილების შეზღუდვის დაწებას მოჰყვა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტებს მხოლოდ პრესსამსახურის თანხმობით შეუშვებენ. მათივე ცნობით ამიერიდან შენობაში შესვლა მხოლოდ საშვით იქნება შესაძლებელი. როგორც მერიაში განმარტავენ ეს იმისთვის კეთდება რომ შენობაში მედიას ამოფარებული ადამიანების შესვლა აღკვეთონ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.