ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გამართა. კობა გვენეტაძის ინფორმაციით , საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0,5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე ზრდის. “ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. მანამდე კი 1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 96 თეთრია. მეგატივი დაინტერესდა როგორ აისახა ქუთაისელების ცხოვრებაზე ლარის გაუფასურება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 2019 წლის 23 ოქტომბერსაა დაგეგმილია. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.