„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტობაზე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცნობეს, კომპანია „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტობაზე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების განხორციელება აუცილებელია სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 21 იანვარს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება 14036 აბონენტს შეუწყდება. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო ძლოურდანეთი, ქვედა საქარას ნაწილი, კვალითი, დილიკაური, ბოსლევის ნაწილი, შორაპანი, ფუთი, თვრინი, ალავერდი, კლდეთი.
„ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგენილი ქნება სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.