LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებაზე – დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე” – მამუკა ხაზარაძე

“ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებაზე – დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე” – მამუკა ხაზარაძე

დაპოსტა 2019/09/12-ში
A A
91
ნახვა
გაზიარება

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება.

შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: “მშობლიურო ჩემო მიწავ” ორი სტროფი წაიკითხა.

ამასთან, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ხაზარაძემ განმარტა, რატომ შეურჩია მოძრაობას სახელწოდება “ლელო”.

„ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონის ლექსმა. ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია. ეს არის სახელი, სადაც ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავდოთ ჩვენი ლელო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება – ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ეს პროცესი თუ არ დამთავრდა ჩვენს ქვეყანას პერსპიქტივა არ აქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე მამუხა ხაზარაძის განცხადებით, არჩევნებამდე არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ის თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიაში, მოძრაობის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ორგანიზაციას გადაწყვეტილი აქვს 2020 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი, ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოქმედებს.

„ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებისთვის, ამას ვაცხადებთ მთელი სერიოზულობით. იმიტომ, რომ ამ მოძრაობაში, ამ პარტიაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავიანთ სფეროებში, სხვადასხვა დისციპლინებში და ინდუსტრიებში. არავისთან არ ვითანამშრომლებთ. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ნურანაირი ჭორებს ნუ აყვებით. ჩვენ ღია ვართ მედიისთვის. ყველასთან ვისაუბრებთ, მთელ სპექტრს გავესაუბრებით, მაგრამ დამოუკიდებლად, ახალი ძალებით მივალთ არჩევნებზე. არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე. როცა მოვხვდებით პარლამენტში გამარჯვებულები, იქ გადავწყვეტთ ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის რა იქნება მნიშვნელოვანი. ეს იქნება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მსახიობები, მხატვრები, იურისტები. კერძოდ: კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი, ლევანი ბოძაშვილი, ზაალ ჩიქობავა, ნიკა ჩერქეზიშვილი, ირაკლი აფაქიძე, გია გუგუშვილი და ქეთი მატაბელი.

თეგები: ანაკლიაანაკლის პორტიარჩევნებიარჩევნები 2020თიბისი ბანკილელომამუკა ხაზარაძე
გაზიარება59

დაკავშირებული -პოსტები

დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა
მთავარი

დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კრემლმა ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესახებ ვლადიმერ პუტინის განკარგულება გამოაქვეყნა....

დაწვრილებითDetails

“სანამ რეზოლუციები გაჟღენთილი იქნება აბსურდით, მანამდე ამ დოკუმენტებს არანაირი ფასი არ ექნება” – ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს ანგარიშზე

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები… შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ – ლევან მაჭავარიანი
მთავარი

სანამ რეზოლუციები გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე ამ დოკუმენტებს არანაირი ფასი არ ექნება და ჩვენ ამას ყურადღებას, რა თქმა უნდა, არ მივაქცევთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან...

დაწვრილებითDetails

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება აჩვენებს, რომ ბიზნესზე არასწორი წარმოდგენა აქვს” – ბადრი ჯაფარიძე

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
“მჯერა, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება”- ბადრი ჯაფარიძე
მთავარი

ეს განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე, - ასე პასუხობს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მეხუთე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ლელო“ ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტია“. ჯაფარიძის...

დაწვრილებითDetails

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია” – კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ
მთავარი

საერთოდ აბსურდია ყველაფერი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ და რაზეც არის საუბარი რეზოლუციაში, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას ეხება. კობახიძის თქმით, ყველა მსგავსი...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა, თითოეულ მათგანს ამისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ
მთავარი

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუსმენენ. ლევან იოსელიანი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგება და დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2025 წლის ანგარიშს გააცნობს. შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

“სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს”-კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაჯანსაღდეს საერთო ვითარება. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში განუცხადა....

დაწვრილებითDetails

” მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან…” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა - ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი აქვს დაკარგული. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში განუცხადა, აღნიშნული რეზოლუციაში დისკრიმინაციული მოთხოვნაა, რომ, „მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი“. „ზოგადად ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილს სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე არ არის, მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო”- გია ვოლსკი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის - მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს - ახლა, ვინ აჯობებს ამ დესტრუქციის და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"