„უხერხულია, მე პატრიარქის ეპისტოლე შევაფასო, პატრიარქის ეპისტოლე არის სამაგიდო წიგნი და მადლობა ღმერთს, რომ პატრიარქს ასეთი ეპისტოლეები აქვს. მას არა მხოლოდ ქართველი ხალხი ეცნობა, არამედ მთელი მსოფლიო და მას ძალიან დიდ შეფასებას აძლევენ“,- ასე შეაფასა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმე შარაშენიძემ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე და სრულიად საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.
„მინდა მოგილოცოთ ყველას ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული, ბეთლემის ბაღებში ხორციელად შობილმან იესო ქრისტემ დაგლოცოთ, გაგახაროთ თქვენ საქართველო და მთელი მსოფლიო, იხარეთ ორთავ სოფელსა შინა,”- განაცხადა მეუფემ.
მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე ეპისტოლესთან დაკავშირებით თეოლოგების კრიტიკულ შეფასებას გამოეხმაურა და მათ ავტორიტეტული ადამიანების შეფასებების გაცნობისკენ მოუწოდა.
„არა მგონია პატრიარქის მიმართ ვინმე კრიტიკულად იყოს განწყობილი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხოეთშიც. ამიტომ ვურჩევ ჩვენს თეოლოგებს გაეცნონ ავტორიტეტული ადამიანების შეფასებებს,”- აღნიშნა მან.