სენაკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოთხი პირი დაშავებულია. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად, 25 წლის გოგო დაიღუპა. როგორც ირკვევა, დაღუპული 25 წლის რუსკა ინალიფაა.
“ვიხრჩობიიი გული მეხარშებააა ეს სიზმარია ძალიან ცუდი სიზმარი
შენი სახელი წარსულში როგორ ვთქვა …
ჩენი საუბრები ჩვენი მეგობრობა ჩენ სულ სხვანაირად გვიყვარდა ერთმანეთი
შენ საფლავზე როგორ დავდგე ….
ჩემო სიცოცხლით სავსევ ჩემო ფერადო გოგო რა ვქნათ უშენოდ
რუსკა ინალიფა მუდამ ჩემთან იქნები სულ მემახსოვრება პირველად დანახული პატარა მოციმციმე რუსოს თვალები
მენანები …..” – წერს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული გოგონას მეგობარი სოციალურ ქსელში.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული ოთხი ადამიანი, სხვადასხვა სახის დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, შედარებით, მსუბუქი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.