ქუთაისელი მამაო დეკანოზი გიორგი გაბუნია გარდაიცვალა. ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
“ქუთაის-გაენათის ეპარქია ღრმა მწუხარებით იუწყება ქუთაისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრისა და ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ გიორგი გაბუნიას გარდაცვალებას. ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული,”-აღნიშნულის განცხადებაში.









