LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ არის ქუთაისელი აბიტურიენტი, რომელმაც 100%-იანი გრანტი მიიღო – გაიცანით წარმატებული აბიტურიენტები

ვინ არის ქუთაისელი აბიტურიენტი, რომელმაც 100%-იანი გრანტი მიიღო – გაიცანით წარმატებული აბიტურიენტები

დაპოსტა 2020/09/01-ში
A A
20.8k
ნახვა
გაზიარება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს.
სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.
Mshoblebi.ge 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ რამდენიმე აბიტურიენტს ესაუბრა:
ნანუკა მუშკუდიანი:
– ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე. ქართულში 70/64,  ინგლისური 80/75, ისტორიაში 60/55  ქულა ავიღე.
სიმართლე გითხრათ,  100%-იან გრანტს თუ ვერა, 70-იანს მაინც ვფიქრობდი.  ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ 100%-იანს ავიღებდი. სამივე საგანში ვემზადებოდი რეპეტიტორთან.
mshoblebi
– როგორი მოლოდინები გაქვს? რას გვეტყვი სკოლაში მიღებულ ცოდნაზე?
– მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს წარმატება გავამართლო და წარმატებული მოსწავლე წარმატებულ სტუდენტად ვიქცე, ამიტომ მოლოდინებიც შესაბამისად კარგი მაქვს. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი წლით რეპეტიტორებთან სიარულით, ამ შედეგის მიღწევა გამიჭირდებოდა. სკოლაში მიღებულმა ცოდნამ და ჩემმა აქტიურობამ კი განაპირობა ის, რომ ეს წელი არ იყო ჩემთვის დაძაბული და უფრო ადვილად მივაღწიე სასურველ შედეგსაც.
მარი ღვინიაშვილი:
– დავამთავრე თბილისის 129-ე  საჯარო სკოლა. ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯვახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე. ქართულში – 68, ზოგად უნარებში – 68, უცხო ენაში –

80, ისტორიაში კი – 53 ქულა ავიღე. რეპეტიტორებთან ვემზადებოდი და ქულებიდან გამომდინარე მოლოდინიც მქონდა, რომ სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი.

mshoblebi
 
– როგორ შეაფასებთ სკოლაში სწავლების დონეს, რომ არა რეპეტიტორები, გაგიჭირდებოდათ ამ შედეგის მიღწევა?
– ვფიქრობ, დიახ. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა, ეროვნული გამოცდების ასე წარმატებით ჩასაბარებლად.
100-იანი გრანტით ჩაირიცხა “თავისუფალ უნივისრსიტეტში” ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე

ზუკა შაყულაშვილი, რომელიც კერძო სკოლა “ბრიტანიკის” კურსადამთავრებულია. მათემატიკაში 59 ქულიდან 59 აიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 70-დან 69, ხოლო ინგლისურში 77 ქულის აღება შეძლო. თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე ჩააბარა. ჩვენთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ კმაყოფილი იყო შედეგებით. “მეცადინეობა და მასწავლებლების ძალისხმევა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი დახმარების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი”.

mshoblebi

ნინო ქიტესაშვილი:

– თბილისის 166-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. ჩავირიცხე ISET-ში. დაფინანსებას ველოდი, ვიცოდი, რომ ან 70-იანი გრანტი იქნებოდა ან 100-იანი. ბოლო დღეებში მივხვდი, რომ სრული დაფინანსება საკმაოდ რეალური და მოსალოდნელი იყო: ქართულში – 57, მათემატიკაში –  53,  ინგლისურში – 79 ქულა ავიღე გამოცდებზე.
mshoblebi
თაკო წულაია:
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე. დავამთავრე მარტვილის N1 საჯარო სკოლა. რეპეტიტორთან დავდიოდი. ქართულში -70/66, ინგლისურში – 80/72, ისტორია – 60/58 ქულა დავაგროვე.
mshoblebi
– როგორ შეფასებ სკოლაში მიღებულ ცოდნას?
– სკოლა საკმარისს განათლებას გაძლევს იმისთვის, რომ აბიტურიენტობისას მასალა უკეთ აითვისო და მარტივად გადაიმერო პროგრამა, მაგრამ რეპეტიტორთან რომ არ მევლო, ვფიქრობ, თავდაჯერებული არ ვიქნებოდი გამოცდებზე გასვლისას. თუმცა, ჩემს სკოლაში პროფესიონალები ასწავლიან, მთავარია, სკოლაში მიხვიდე და ბოლო წელი არ გააცდინო.
გოგა გემაზაშვილი:
– 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე ISET-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე. დავამთავრე კომაროვის 199-ე სკოლა. რეპეტიტორებთანაც და დავდიოდი მოლოდინიც მქონდა, რომ უმაღლესში სასწავლებლად სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი. ოჯახის წევრებსაც ძალიან გაუხარდათ.
mshoblebi
 
ელენე ავალიშვილი:
– კომაროვის სკოლა დავამთავრე და თსუ-ში ჩავაბარე, ISET-ში ჩავირცხე. ზუსტად არ ვიცოდი, სწავლის სრულ დაფინანსებას თუ მოვიპოვებდი. რაც შეეხება კითხვას, როგორ ვაფასებ ქართულ განათლების სისტემას, ჩემი აზრით, ბევრი რამის შეცვლაა საჭირო. ჩემი წარმატება ყველას გაუხარდა.
mshoblebi

ანა ფაცია:
– სენაკის მე-7 საჯარო სკოლა დავამთავრე და  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში – საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობაზე ჩავირიცხე. დავდიოდი რეპეტიტორებთან, თუმცა თავადაც დაუღალავად ვშრომობდი იმისთვის, რომ მიზნისთვის მიმეღწია.
mshoblebi
ერთობლივმა მუშაობამ კი შედეგი გამოიღო. ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდათ, ყველა ძალიან აღელევბული და გახარებულია ჩემი წარმატებით.
mshoblebi
მარიამ დვალაძე:
– თბილისის 30-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე ჩავირიცხე.  ქართულში – 62, ქიმია – 66, ბიოლოგიაში მაქსიმალური და ინგლისურში – 76 ქულა ავიღე. ოთხივე საგანში ვემზადებოდი და რეპეტიტორებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში, ძალიან დამეხმარნენ განვითარებაში. ყველა ძალიან გახარებულები იყვნენ, ჩემგან განსხვავებით ისინი უფრო  მოელოდნენ ამ შედეგს. მე მაინც ბოლომდე მეშინოდა, ჩარიცხვებს ყველა მოუთმენლად ველოდებოდით.
Mshoblebi.ge
გაზიარება13486

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2025
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 10:00-იდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

რუსთაველზე, პოლიციამ “ოცნების” დეპუტატობის კანდიდატის შვილი დააკავა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2025
0
რუსთაველზე, პოლიციამ “ოცნების” დეპუტატობის კანდიდატის შვილი დააკავა
მთავარი

"პირველების" ინფორმაციით, დღეს, 2 სექტემბერს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შსს-ს წარმომადგენლებმა, 19 პირთან ერთად, "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილი, ანუკი ჩრდილელიც დააკავა. შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ, გუშინ, საკრებულოს სია წარადგინა, ოთარ...

დაწვრილებითDetails

პარლამენტი ხვალინდელ სხდომაზე სუს-ის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2025
0
84 ხმით – პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
მთავარი

პარლამენტი 3 სექტემბრის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს აირჩევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის წარდგენის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტში უკვე შევიდა. საკითხი განსახილველად თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს გადაეცა, რომელიც სხდომას...

დაწვრილებითDetails

„ოცნების” რეჟიმი კვლავ უსამართლოდ ასამართლებს მშვიდობიან მომიტინგეებს”- გიორგი გახარია

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2025
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

„ოცნების" რეჟიმი კვლავ უსამართლოდ ასამართლებს მშვიდობიან მომიტინგეებს - ის ახალგაზრდა მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის გამო სჯის , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს, რითაც აქციების დროს დაკავებულებისთვის...

დაწვრილებითDetails

არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2025
0
არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების შემოტანის ფაქტი  გამოვლინდა
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 600 გრამზე მეტი არადეკლარირებული, სერტიფიცირებული/უნიკალური ნუმერაციის მქონე ოქროს...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს ხვალ

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6935 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6940 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

“ქვეყანას დაეპატრონა ანტიქართული, ანტიეროვნული მოღალატე კრიმინალთა ბანდა”- თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2025
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

როგორც თეა წულუკიანის მამას გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა, რომ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ქვეყანას დაეპატრონა მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს, გადაწეროს საქართველოს უახლესი...

დაწვრილებითDetails

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც სიღარიბე არასდროს ემუქრება – შეამოწმეთ, ხართ თუ არა მათ შორის

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს არ სჭირდება ფინანსური დღიურის შენახვა და ყველა ხარჯის მკაცრად გათვლა. გამოდის, რომ ფულის მართვის უნარი 5 ნიშნის წარმომადგენლებს შორის ფაქტობრივად სისხლშია. ამის მიზეზი მათი დაბადების დღეს ვარსკვლავების...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის 2025 წელი იღბლიანი იქნება

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2025 წელს ფინანსურად განსაკუთრებით გაუმართლებთ და შემოსავალი გაეზრდებათ: ვერძი 2025 წელი თქვენთვის პიროვნული თუ კარიერული განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი იქნება. შეძლებთ, არაერთი იდეა,...

დაწვრილებითDetails

ფინანსური წარმატება ელით ზოდიაქოს 3 ნიშანს შემოდგომაზე

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2025
0
რიტუალი ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად, რომელიც მთვარის დაბნელებაზე უნდა შესრულდეს
მთავარი

კირჩხიბი კირჩხიბებს იუპიტერი ხელსაყრელ პოზიციაში ჰყავთ, რაც უზარმაზარ ენერგიასა და წარმატების პოტენციალს აძლევს. ეს ნიშნავს, რომ შემოდგომა შეიძლება იქცეს წლის ყველაზე ბარაქიან პერიოდად. მიეცით საკუთარ თავს საშუალება, გადადგათ რისკიანი ნაბიჯები:...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"