ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვერა ბრეჟნევა პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ლტოლვილების დასახმარებლად ჩავიდა, თუმცა, ახლახან, უკრაინელი მომღერალი გამოტყდა, რომ უკვე თვეზე მეტია იტალიაში ცხოვრობს. „დავაზუსტებ: მე მოხალისედ უკრაინული დახმარების პუნქტში, არა პოლონეთში, არამედ იტალიაში ვიმყოფები, სადაც უკვე თვეზე მეტია ვცხოვრობ. ასეთი პუნქტები მთელ ევროპაშია, ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით. არსებობს დიდი და პატარა პუნქტები, ჩვენთან ცოტა პატარა პუნქტია, თუმცა რაღაცას მაინც ვახერხებთ. აი, პოლონეთში უზარმაზარი ჰაბია, იქ დახმარება ყოველთვის საჭიროა. იქ საცხოვრებელი ადგილის პრობლემებია. მე უკვე მითქვამს, ეძებეთ ჯგუფებში, იქ საჭირონი ხართ. ყველას გეხვევით, ვინც ნებისმიერ დახმარებას გაწევს უკრაინისთვის, ვინც გასცემს სიყვარულს, ვინც ლოცულობს – ამას ჰქვია სიყვარული
“, – წერს ვერა „ინსტაგრამ სთორიში“.