ავიაკომპანია “ვიზეარმა” ქუთაისის აეროპორტიდან ყველა ფრენა შეაჩერა.
მიზეზად ახალ ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია და სამგზვრო შეზღუდვები დასახელდა
მათივე ცნობით მგზავრებს, რომელთაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ, გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ.
“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, Wizz Air-ი საქართველოდან ფრენებს ყველა მიმართულებით აჩერებს. გაუქმებული მიმართულებები და ფრენების შეჩერების თარიღები ასე გამოიყურება:
ავსტრია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე
ბელგია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე
კვიპროსი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე
ჩეხეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე
დანია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე
ესტონეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე
საფრანგეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე
გერმანია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე
საბერძნეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე
უნგრეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე
იტალია – 3 აპრილამდე
ლატვია – 17 მარტიდან 14 აპრილამდე
ლიეტუვა – 17 მარტიდან 30 მარტამდე
ნიდერლანდები – 18 მარტიდან 3 აპრილამდე
პოლონეთი – 15 მარტიდან 28 მარტამდე
ესპანეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე
დიდი ბრიტანეთი – 17 მარტინდან 3 აპრილამდე,”-ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.