„ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დეკანოზის ადვოკატები გიორგი მამალაძის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით საინიციატივო ჯგუფის შექმნას აანონსებენ. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნას საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტი და ჯანდაცვის მინისტრიც ეხმაურება. დეტალები ნახეთ ქეთი გელაშვილის სიუჟეტში.
ხონში, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
14 ნოემბერს 16:00 საათზე ხონის კულტურის ცენტრში ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. "ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ქართული კინოსა და...









