საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები საქართველოს და ქართველ სამხედროებს მადლობას უხდიან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს ვიდეო მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს “არ აქვს ჯარი, არც იარაღი და არც ექნება.“ ამ განცხადების გამო პრეზიდენტი გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია, “ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“.
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა. ნეპალის პოლიციის განცხადებით,...








