საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები საქართველოს და ქართველ სამხედროებს მადლობას უხდიან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს ვიდეო მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს “არ აქვს ჯარი, არც იარაღი და არც ექნება.“ ამ განცხადების გამო პრეზიდენტი გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია, “ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“.
რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 19 წლის გოგოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინ ღამით, ბალახვანის ხიდის მიმდებარედ დაიწყო. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.