გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაერმა ქვეყნის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და ადამიანებს მოთმინებისკენ მოუწოდა.
„ის, სოლიდარობა, რომელსაც ახლა, ყოველ დღე ამჟღავნებთ, მომავალშიც დაგვჭირდება. ამ კრიზისმა ხალხის საუკეთესო და ყველაზე ცუდი თვისებები გამოავლინა. იმას, თუ როგორ გაგრძელდება ყველაფერი და როდემდე იმოქმედებს შეზღუდვები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ვერ წყვეტენ“, – აღნიშნა შტაინაირემა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პანდემია ომი არ არის როგორც ამას ბევრი ამბობს. მისი თქმით, ეს „ადამიანობის გამოცდაა“. „ეს პანდემიაა და არა ომი. აქ სახელმწიფოები სახელმწიფოების წინააღმდეგ არ არიან, არც ჯარისკაცები არიან ჯარისკაცების წინააღმდეგ. ეს ჩვენი ადამიანობის გამოცდაა. გერმანია ამ კრიზისიდან ძლიერი და ჯანმრთელი ვერ გამოვა, თუ ჩვენი მეზობლებიც ვერ გამოვლენ ძლიერად და ჯანმრთელად“, – დასძინა შტაინმაიერმა.