საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ედისონ რისერჩი” გამოკითხვის შედეგებს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა:
„ედისონ რისერჩის გამოკითხულ ქართველთა 60%-ს სურს, რომ ქვეყანაში დავბრუნდე. ეს ფენომენალური შედეგია ამდენხნიანი ტყუილებისა და იმიჯის შელახვის შემდეგ. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ხალხს ეშინია იმის აღიარების, რომ მხარს მიჭერენ“ – განაცხადა სააკაშვილმა.
ავარია თბილისში – რა მდგომარეობაა ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სანაპიროზე. დაშავებულთა მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. ინციდენტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.










