LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა

ეს არის ღალატის კომისია რუსული დაკვეთით – საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი ვერ გადაწერს საქართველოს ისტორიას – თინა ბოკუჩავა

დაპოსტა 2025/08/04-ში
A A
46
ნახვა
გაზიარება

თინა ბოკუჩავა საგამოძიებო კომისიაზე – ეს არის ღალატის კომისია რუსული დაკვეთით – საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი ვერ გადაწერს საქართველოს ისტორიას, „ნაციონალურ მოძრაობას” ვერაფერს დააკლებენ

თინა ბოკუჩავა საგამოძიებო კომისიაზე – ეს არის ღალატის კომისია რუსული დაკვეთით – საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი ვერ გადაწერს საქართველოს ისტორიას, „ნაციონალურ მოძრაობას” ვერაფერს დააკლებენ

ეს არის ღალატის კომისია რუსული დაკვეთით. მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი ვერაფერს დააკლებს და ვერ გადაწერს საქართველოს ისტორიას – „ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილის რეჟიმმა ვერ დაშალა, ვერ გატეხა და ვერც ეს კომისია დააკლებს რამეს. ასე იყო სულ, ასე არის დღეს და ასე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვებამდე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული 430-გვერდიანი დასკვნა შეაფასა.

 

თინა ბოკუჩავას განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიერ შედგენილი დასკვნა „სამშობლოს მოღალატეების განაჩენია, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობას აუცილებლად დაამხობს ქართველი ხალხი“.

 

„ეს კომისია საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისიაა. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის – მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს იმისთვის, რომ მან შექმნა თანამედროვე, წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. დიახ, ეს არის პუტინის დაკვეთით, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია, რუსული ამოცანების და რუსული მიზნების შესასრულებლად, ეს არის ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი და არა მხოლოდ, მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი – თეა წულუკიანი, რომლის თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, თითოეული წევრი ღალატის კომისიის აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს ძალიან მალე, ქართველი ხალხის მოტანილი ცვლილებების შედეგად მოხდება, რომელსაც დიახ, მშვიდობიანი რევოლუციით მოვიტანთ. სიტყვა რევოლუციის ბიძინას ძალიან ეშინია და სწორად ეშინია, რადგან ნამდვილი სახალხო რევოლუცია არის ხალხის კონსოლიდაცია, ხალხის ერთიანობა და ხალხის ძალის მოქმედებაში მოყვანა, ეს არის ნამდვილი სახალხო რევოლუცია, ერთი ქალის რევოლუციაა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ – მზია ამაღლობელი, რომლის ბრძოლა და გაუტეხელობა ნამდვილად იქცა ამ ბრძოლის სიმბოლოდ და რომლის სიჩუმე ხანდახან ყველა ყვირილზე უფრო ხმამაღალი და ძალიან საგულისხმოა, რომ სწორედ დღეს, ერთ-ერთი ამ ბრძოლის სიმბოლოს განაჩენი დაამთხვია ივანიშვილის რეჟიმმა მისი წარმოდგენით განაჩენს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიგნონ ივანიშვილმა და მისმა ამფსონებმა – უსამშობლო უღირებულებო მონებო, ფულზე დახამებულებო, ვერასოდეს შეიგრძნობთ სამშობლოს სიყვარულის ძალას. „ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის გუნდთან ერთად შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში, ყოველთვის იქნება ამ ბრძოლის მთავარი ფლაგმანი და რაც არ უნდა წეროს და იკითხოს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა თეა წულუკიანმა, სწორედ ეს ძალა მოიტანს ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის ქართველ ხალხთან ერთად. „ნაციონალური მოძრაობა” ვართ ადამიანების გუნდი, რომლებსაც გვაერთიანებს იდეა – ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი, წარმატებული, ევროპული, ქართული სახელმწიფოს იდეა და ქართული სახელმწიფოს იდეა უკვდავია, მარადიულია. მას ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს ივანიშვილის მონები. დღევანდელი დასკვნა ვერაფერს დააკლებს ჩვენს საერთო ბრძოლას, ეს არის სამშობლოს მოღალატეების საბრალდებო დასკვნა, განაჩენი, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობას აუცილებლად დაამხობს ქართველი ხალხი. ამ ბრძოლაში ყველაზე სანდო, საიმედო, ძლიერი და უღალატო ქართველი ხალხისთვის იქნება “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ვერ დაშალა, ვერ გატეხა, ასე იყო სულ, ასე არის დღეს და ასე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. თავისუფლება მიშას, თავისუფლება მზიას, თავისუფლება ნინოს და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ – „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია. ჩემი ხედვით ქუთაისის აეროპორტი უნდა გაზრდილიყო დუბაის მასშტაბამდე, მთელი მთავრობა იქ უნდა გადასულიყო, ქუთაისი გახდებოდა ტექნოლოგიების და ინოვაციების ქალაქი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე...

დაწვრილებითDetails

სუს-ის მიერ დაკავებული პირი აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძეა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუს-ის მიერ დაკავებული პირი აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძეა
მთავარი

ოჯახი ადასტურებს, რომ სუს-მა "ნიუს კავკასის" დამფუძნებელი, ირაკლი ჩიხლაძე დააკავა. ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირია. მანამდე ხელბორკილები დაადეს "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელს, გულბაათ რცხილაძეს. ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე, აგვისტოს ომის დროს,...

დაწვრილებითDetails

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განმარტებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის...

დაწვრილებითDetails

სუს-ში დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი ჩაინიშნა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი ჩაინიშნა. განცხადება უწყებაში 14:00 საათზეა ჩანიშნული. ბრიფინგს სუს-ის უფროსის მოადგილე, ლაშა მაღრაძე გამართავს. განცხადების თემა, ჯერჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

ზაფხულის ცხელი დღეების მოსვლასთან ერთად, გველების გამოჩენის შემთხვევებიც იმატებს. ქვეწარმავლებს, განსაკუთრებით სოფლისა და ტყიანი ზონების მახლობლად შეხვდებით. არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც თავისი მძაფრი სუნით გველებს აფრთხობს. ეს მცენარეები ძირითადად გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს,...

დაწვრილებითDetails

ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ, ოთახში გამოკეტეს – ინდოელი სტუდენტის მშობლები

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ, ოთახში გამოკეტეს – ინდოელი სტუდენტის მშობლები
მთავარი

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ პირთან, რომელთან ერთადაც მას ბინა ჰქონდა ნაქირავები. ისიც ინდოეთის მოქალაქეა. ოჯახის ინფორმაციით, შვილთან კონტაქტი თბილისის აეროპორტისკენ...

დაწვრილებითDetails

„გლოვობს ჩემი ბათუმი…” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ბათუმში ახალგაზრდა კაცს, კახა კიკაბიძეს გლოვობენ. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „კახა კიკაბიძე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ცა ჩამოიქცა... ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს და...

დაწვრილებითDetails

პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი გარდაიცვალა
მთავარი

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი წლების განმავლობაში იყო ჩვენი უნივერსიტეტისა და აკადემიური საზოგადოების გამორჩეული წევრი - ლექტორი, რომელსაც სტუდენტები არაერთხელ ასახელებდნენ რჩეულ პროფესორად. მისი...

დაწვრილებითDetails

სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა
მთავარი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც მან ბრიფინგზე...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის ვინაობა
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცი, 33 წლის სოსო ჩახუტაშვილია. ახალგაზრდა კაცი სოფელ ართანის მკვიდრია. ის ოჯახთან ერთად, სოფლის მეურნეობას მისდევდა და კერძო პირთანაც იყო დასაქმებული. ავარიის დროს ავტომობილში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"