ბელორუსის შემდეგ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გასტროლებით ლიეტუვაში იმყოფება. 13 და 15 ოქტომბერს მესხიშვილელები კაუნასის ნაცინალურ დრამატულ თეატრში ადგილობრივ მაყურებელს სპექტაკლებს “პინტერი”, ,,DUPLET” და ,,სიმართლე” წარუდგენენ.
როგორც მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ ნიკოლოზ წულუკიძის ვიდეო ჩართვაში განაცხადა კაუნასის ნაციონალური დრამატული თეატრი ისტორიული და უძველი თეატრია ლიეტუვაში:
“მესხიშვილის თეატრს ჰყავს 6 დამეგობრებული თეატრი ევროპასა და აზიაში. მათთან არის გამოფერმებული მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მასში არის ჩადეული 4 პუნქტი, რომელიც აუცილებელ გასტროლებეს გულისხმობს. ასევე არის რეჟისორების გაცვლა, ერთობლივი კოპროდუქციები. ეს არის ორი თეატრის მუდმივმოქმედი ურთიერთობა, რომელიც უამრავ საინტერესო პროექტს დაბადებს მომავალში.” – ამბობს კოტე აბაშიძე.