მწვავე პნევმონიით, მშობიარობის შემდეგ, 39 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი თურქეთის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, 12 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინადან” გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში TV25.GE-ის უთხრეს, რომ ქალი, თავდაპირველად, თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს, მას პნევმონია გაუმწვავდა და ფილტვების უკმარისობა განუვითარდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
კლინიკის ინფორმაციითვე, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კონსილიუმისა და ოჯახი შეთანხმების საფუძველზე, პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, როგორც “მედინაში” გვითხრეს, ახალშობილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ცნობისთვის, დაღუპული ქალი მეუღლესთან ერთად ბათუმში ცხოვრობდა და შვილს 14 წლის განმავლობაში ელოდა.
გარდაცვილს ახლობლები ემშვიდობებიან :
“ერთხელაც ვერ ჩაიკრა თავისი შვილი გულში, ამას ქვია “ალალბედზე” ცხოვრება.”
“საშინელებაააა, 14 წელი ელოდა შვილის გულში ჩაკვრას მაგრამ მის დანახვასაც ვერ მოესწრო, ნუთუ რატო ხდება ესეთი ეს დაუდევრობააა თუ უყურადღებობააა თუ ბედისწერააა არ ვიცი რას დავაბრალოთ ერთადერთი ის არის რომ უთბილესი გოგო ქეთი აღარ არის
“