თუ მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლაში არ გაერთინდება, ყველაზე უარესი კიდევ წინ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსმა განაცხადა.
„ერთობის გარეშე, გლობალური სოლიდარობის გარეშე, დაგვიჯერეთ, რომ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ იქნება“, – აღნიშნა მან ბრიფინგის დროს.
გაბრეიესუსმა კორონავირუსის პანდემია 1918 წლის ეპიდემიას შეადარა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„მსგავსი ტრაგედია თავიდან უნდა ავიცილოთ. ეს ის ვირუსია, რომელსაც ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს“,- დასძინა გაბრეიესუსმა.
ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 2 482500-ს გადააჭარბა. ვირუსს გლობალურად 170482 ადამიანი ემსხვერპლა.