LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ენკამ ,,კრიზის მენეჯმენტი ჩართო”_ნუგზარ კოხრეიძე

ენკამ ,,კრიზის მენეჯმენტი ჩართო”_ნუგზარ კოხრეიძე

დაპოსტა 2021/04/06-ში
A A
372
ნახვა
გაზიარება
 ” ენკამ “კრიზის მენეჯმენტი” ჩართო.
მართალია, ეს ძალიან გვიან გააკეთა, მაგრამ რომ არა რიონის ხეობის მცველების თანმიმდევრული, მშვიდი და განდისეული მიდგომა ასეთი დიდი კომპანიის გამოწვევა ვერ მოხდებოდა.
კრიზის მენეჯმენტის ამოქმედებით “ენკა რენიუვებლზი” ადასტურებს, რომ მას კრიზისული ვითარება აქვს.
ვინც იცის, რა არის კრიზისს მენეჯმენტი, ეცოდინება, რომ გავრცელებული თვალსაზრისით, იგი 4 ეტაპისგან შედგება: საწყისი ფაზა, გამწვავების ფაზა; ქრონიკული მდგომარეობა და კრიზისის გადაწყვეტა.
კომპანიისთვის კრიზისი მხოლოდ მეოთხე სტადიაზე გახდა შესამჩნევი.
1. ხანგრძლივი დროით შეფერხდა მოსამზადებელი სამუშაოები და გრაფიკის ცვლილება მინიმუმ 1 წლით მოუწიათ (რაც, ბუნებრივია, უძვირებთ პროექტს); 2. მთავრობის მიერ “ხრიკებით” მიზნის მიღწევის წარუმატებლობა; 3. მრავალათასიანი აქციები, რომლის მიმართ (რაც არ უნდა კარგად ნიღბავდეს მთავრობა) მოწყვლადია, მითუმეტეს გაჩაღებულ პოლიტიკურ კრიზისში და მთავრობის შიგნით მიმდინარე ბრძოლების ფონზე; 4. ვალიდაციის პროცესზე იძულებით დათანხმება (ხუმრობად მეჩვენება რომ კომპანია ასეთ რაიმეს თანხმდება ნებით); 5. თურქი დირექტორის ჩანაცვლება ეთნიკურად ქართველით თურქულ კომპანიაში; 6. თამაში კომპანიის იდენტობასთან მიმართებით- ჯერ თურქული კომპანიაო, მერე თურქულ-ნორვეგიული და ბოლოს ნორვეგიულ-თურქული; და ასე შემდეგ.
სხვათაშორის, საკმაოდ სახიფათო განცხადებებზე წავიდა კომპანია, როდესაც დასდო ბრალი “მწვანე ალტერნატივას” რუსულ კვალში. 1. ეს ნიშნავს იმას, რომ ენკა ფლობს გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციას, რომელიმე სპეცსამსახურების მეშვეობით, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის მიღმა ან უშუალოდ მთავრობა აწვდით ამ საიდუმლო ინფორმაციას უცხო კომპანიას. ამიტომ თუ ეს ეჭვი დაიბადება “ენკაზე” საქართველოს მოქალაქეს ამ მცდელობამ ისევ ენკას და მთავრობის საწინააღმდეგოთ შეიძლება იმუშავოს. ზოგადად კომპანიის მხრიდან მხოლოდ ხმამაღალი განცხადებები “რუსების ჰიბრიდული ომის აგენტობაზე” არ წარმოაჩენს სერიოზულს თვითონ კომპანიას, რომელც მრავალმილიონიან პროექტებს “დემოკრატიულ” რუსეთში ახორციელებს.
თუ მართლაც კრიზის მენეჯმენტი ჩართო ენკამ, ჩემის აზრით ის უახლეს პერიოდში შემდეგს მოიმოქმედებს.
დაშვება:
კრიზის მენეჯმენტის მიზანია მაქსიმალური ღიაობა, სწრაფი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მედიასთან, თავის დანახება რომ ის მზრუნველია, არაფრის ეშიანია, ყველაფერზე პასუხი აქვს და ა.შ. (რეპუტაციის ამაღლება მოსახლეობაში). კლასიკური მიმართლებაა.
ეს მიზანიც შეცდომაა, რადგან ის კავშირშია, იმასთან, რომ არასწორად აქვთ შეფასებული კრიზისის ფაზა.
ან მთავრობა თვითონ შეცდომაშია შესული და ატყუებთ მათ ან განგებ ატყუებს. ვინ იცის რა ხდება?!
რას გააკეთებს:
1. აქტიურ ოფისს გადაიტანს ნამოჰვანში;
2. დაიწყებს ფორსირებულ სოციალურ პროგრამებს;
3. საკუთარი თანამშრომლების უფლებებისთვის ბრძოლას გააჩაღებს (ეს უკვე გააკეთა და ესეც ნაწილია ამ კრიზის მენჯმენტის);
4. ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა დაეპირისპირების
5. ადგილობრივი მოსახლეობა და დაეყო ის მომხრე-მოწინააღმდეგეების ბანაკად და ამის მეორე სერიას წამოიწყებს;
6. დაყოფს ბრძოლის ველს რამდენიმე ფაქტორად. სწორედ ამ ნაწილშია ახლა: “რიონის ხეობის მცველები კარგია, ცუდია ის ვინც მათ უკან დგას”. ანუ დაიწყებს შტურმებს ფინანსების, ადამიანების, ცალკეული ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიმართულებით. მთავარია გააჩინონ ეჭვები და შეასუსტონ რიონის ხეობის მომხრეთა რაოდენობა. ამიტომ მალე იქნება ძლიერი შტურმი სხვადასხვა ტიპის ბრალდებების, შეფუთული ინფორმაციების და ასე შემდეგ.
7. აქტიური კომუნიკაცია მედიასთან, ერთი კონკრეტული მოლაპარაკე თავის მეშვეობით;
ამ განცხადებით ენკამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, მან ჩრდილი მიაყენა დაგვიანებულ, მაგრამ სწორ პროცესს, როცა ეს პროცესი “მწვანე ალტერნატივის” საპირწონედ წარმოაჩინა. საკუთარივე ტექსტში ის დარწმუნებულია, რომ ვალიდაცია კომპანიისთვის წარმატებულად დასრულდება. ასეთი წინსწრები განცხადებები მხოლოდ აგდებს ნდობას ამ პროცესის მიმართ, თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ თვითონ უნდა, რომ ეს პროცესი კარგად წავიდეს.
ეს ვითარება არის მთავრობის დიდი შეცდომა. მან საკუთარი ამომრჩეველი დიდი ფინანსების შემძლე, უზარმაზარი გავლენების მქონე კომპანიას შეატოვა და დაივიწყა მისი კონსტიტუციური ვალდებულება.
ჩვენი პრობლემა არ არის “ენკა”, ჩვენი პრობლემაა, რომ ვცხოვრობთ ფსევდო დემოკრატიაში. ხრიკებით პრობლემას ვერ მოაგვარებ. ხრიკებით მოგებული შუახევჰესი და ბევრი სხვა წარუმატებელი ჰესი არის აკუმულირებული დღეს ნამაჰვანში, რაც ბრძოლის გამოცდილებაშია გადასული. მთავრობამ გამოზარდა და ასწავლა ხალხს მის წინააღმდეგ ბრძოლა, ასწავლა ხალხს არ ენდოს მთავრობას.
მთვარობამ გამოიწვია ხალხში უნდობლობა, რომელიც კომპანიაზეც გადადის და ამას ვერანაირი კრიზისს მენეჯმენტი ვერ გამოასწორებს.
მთავრობა არის კრიზისის წარმომშვები!
და ბოლოს მთავრობამ არ უნდა მისცეს უფლება კოპმანიას აწარმოოს მის ქვეყანაში ბრძოლა სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, რადგან ის ამ სამოქალაქო სექტორზე დგას.
ყველა პროექტი იქნება წარუმატებელი თუ მასში ყველა ეტაპზე არ არის უზრუნველყოფილი: გამჭვირვალობა, ღიაობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა.
  განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ საკუთარ Facebook  ვებ-გვერდზე.
გაზიარება149

დაკავშირებული -პოსტები

ორთაჭალაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ავარია მოხდა ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე. დაღუპულია ერთი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

“ლევანმა უთხრა ადგილების მეტი რა არის…”- რა დეტალები ხდება ცნობილი ისანში მომხდარ მკვლელობაზე

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ცნობილია ისანში მოკლული ახალგაზრდა კაცის ვინაობა
მთავარი

ისან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა. ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­საც. ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი პარ­კინ­გის ად­გი­ლის გამო მოხ­და და...

დაწვრილებითDetails

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა
მთავარი

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ ხანძარს ებრძვინ, რომელიც საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. თურქეთის ხელისუფლებამ ეგეოსის ზღვის კურორტ ჩეშმესთან მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტა. თურქეთის დასავლეთით გაჩენილმა ხანძრებმა...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7195 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7203 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა მოიმოქმედა Puff Daddy-მ განაჩენის გამოცხადების შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
Puff Diddy-ის საქმეს 25 არასრულწლოვანის სარჩელი შეემატა
მთავარი

შონ “დიდი” ქომბსი დამნაშავედ ცნეს ქალების პროსტიტუციისათვის ტრანსპორტირების ორგანიზებაში, თუმცა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეში რეპერმა სამი ყველაზე მძიმე ბრალდების - სექს-ტრეფიკინგის ორი შემთხვევისა და რეკეტის - თავიდან აცილება მოახერხა....

დაწვრილებითDetails

21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მინდაძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციისთვის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. „ამ წუთებში საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებთან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა. ხვალ...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად ივნისში

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
რომელი პროდუქტები გაიაფდა ყველაზე მეტად
ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მიხედვთ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კირნათის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1995 წ. დაბადებული ე.ქ, 1969 წ. დაბადებული ჰ.ნ....

დაწვრილებითDetails

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ხუთი ადამიანია დაღუპული

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ხუთი ადამიანია დაღუპული
მთავარი

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანია დაღუპული, მათგან ორი 75 და 60 წლის იყო. გენუაში, 85 წლის მამაკაცი გულის უკმარისობით საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა , სადაც ის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"