საუკეთესო ქალი მსახიობი ენდი ძიძავა გახდა. ,,დურუჯი 2019’’-ის ეს ჯილდო მსახიობმა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის სპექტაკლში ,,მარინა რევია’’ შესრულებული როლისთვის მიიღო.
“საუკეთესო ქალი მსახიობის” ნომინაციაში ენდი ძიძავასთან ერთად წარდგენილები იყვნენ ლილი ხურითი სპექტაკლისთვის “ანტიმედეა” და ანი იმნაძე “მე იძულებული ვიყავი მომეკლა”.
“ანტიმედა” თბილისის ახალი დრამის ფესტივალის, “მე იძულებული ვიყავი მომეკლა” კი მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ნამუშევარია.
წელს ჟიური 7 წევრისგან შედგებოდა და სხვადასხვა გამოცდილების მკვლევარს, კრიტიკოსსა და სტუდენტს აერთიანებდა.
“დურუჯი” საქველმოქმედო ფონდ “ცისკარის” მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა.