ემბერ ჰარდმა სასამართლო პროცესზე სკანდალური ფოტოები გამოაჩინა, საუბარია ფოტომასალაზე, სადაც ჯონი დეპი არაფხიზელ, უგონო მდგომარეობაშია აღბეჭდილი. 35 წლის ჰარდის განცხადებით, მან მეუღლის გადაღება ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ დაიწყო, რათა მომავალში მტკიცებულებები ჰქონოდა იმისა, რომ ქმარი ყოველდღიურად ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. აღნიშნული ფოტომასალა დეპის საქმეში კიდევ ერთი „შავი ფურცელია“, ამ მტკიცებულებებით შესაძლოა დეპის ძალადობრივი ქმედებები ჰარდის მიმართ, სავსებით რეალურად ჩაითვალოს. ცნობისთვის ემბერი ყოფილ ცოლს სექსუალურ ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
რიგ დარღვევაზე მძღოლებისათვის და ასევე, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა. პარლამენტის მიერ...