საბურთალოს რაიონის ყოფილ გამგებელს, გია ხუროშვილს, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვროვს კორონავირუსი დაიდასტურდა. როგორც ხუროშვილი “ფეისბუქის” გვერდზე წერს, ის უკვე 10 დღეა ვირუსს ებრძვის.
“კორონავირუსთან ბრძოლის 10 დღე დღეს დასრულდა, ეს საზიზღარი ვირუსიც კი ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას და დაიწყო უკან დახევა.
აღარ დავიწყებ სიმპტომების შესახებ მოყოლას, რადგან 10 დღეში ყველა სიმპტომი მქონდა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს.
საჭიროდ ვთვლი არ დავმალო და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება:
იყავით იზოლირებული და თავად იზრუნეთ თქვენს ჰიგიენაზე, ოთახის დალაგებიდან დაწყებული ჭურჭლის დარეცხვით, რომ ოჯახის წევრებს აარიდოთ კონტაქტი.
ოთახი, სადაც იმყოფებით, სისტემატიურად გაანიავეთ, თუნდაც ციოდეს.
დანაყული ნიორი, მუდმივად გედგათ თავთან და ცვალეთ 24 საათში ერთხელ, ეს არის ბუნებრივი ანტისეპტიკი და სუნთქვას გაგიადვილებთ!
ძალიან ბევრი სითხე მიიღეთ, მათ შორის ელექტროლოტები!…
ვიტამინი C , დღეში 2 ჯერ ( სულ 2000 მგ) , ასევე ცინკი და ეცადეთ იკვებოთ სრულყოფილად….
თუ გაწუხებთ წნევა, ან სხვა ქრონიკული დაავადებები მიმართეთ ექიმს და მიიღეთ ის წამლები რასაც ექიმი დაგინიშნავთ.
ეკონტაქტეთ მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებს…
მოკლედ ბევრის წერის თავი არ მაქვს, მაგრამ ამ კორონასაც გადავაგორებთ, მთავარია ადამიანები დარჩნენ ისეთივე კეთილები, როგორიც დღეს არიან!
გისურვებთ ჯანმრთელობას! ,”-წერს გია ხუროშვილი.