LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

დაპოსტა 2026/03/12-ში
A A
499
ნახვა
გაზიარება

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.

რეზოლუციის თანახმად:

ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო. ასევე, გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას“.

ევროპარლამენტი „გმობს, მიღებული ცნობების თანახმად, დაკავების დროს ხოშტარიას წინააღმდეგ გამოყენებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. მოითხოვს მისი და ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით. მოითხოვს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ გაუქმებას. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც ოთხ წელზე მეტია, ფაქტობრივად ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალია“.

ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.

ასევე, ევროპარლამენტი „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მზარდი გავლენების გამო, რაც დიდი რაოდენობით კვლევებში დასტურდება. ასევე, შეშფოთებას გამოხატავს, მსგავსი კვლევების ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გამო, კერძოდ ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის ავტორის, გიორგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევის უფლება“.

რეზოლუცია „მკაცრად გმობს ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური აქტივობის, სამოქალაქო პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შემზღუდველი კანონმდებლობის განგრძობად მიღებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო სასამართლო პროცესი“.

დოკუმენტი „ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელია“.

ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული ევროპული მომავლის მიმართ. მოუწოდებს კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, რომ საფრთხის ქვეშ მყოფ ქართველ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გაუწიონ და დაცვა აღმოუჩინონ“.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე“.

გაზიარება200

დაკავშირებული -პოსტები

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი მამამ შიმშილობა გამოაცხადა – ოჯახი აქციებს იწყებს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექთანს პატიმრობა მიესაჯა
მთავარი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი პერმანენტულ აქციებს იწყებს -  ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი, წელებია ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ჩარკვიანი პროკურატურასთან ერტადერთი მოთხოვნით დგას – დაისაჯოს ყველა დამნაშავე. გარდაცვლილის მამამ საგანოძიებო...

დაწვრილებითDetails

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა
მთავარი

97 წლის ასაკში ნოდარ დუმბაძის მეუღლე, „მერის პროტოტიპი“, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა. ნანული გუგუნავა საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მწერლის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, მთავარი საყრდენი. წყვილს განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია ჰქონდა. რომელმაც დიდი როლი ითამაშა...

დაწვრილებითDetails

გრანტების მართვის სააგენტომ, რომლის გაუქმებასაც მთავრობა გეგმავს, 2025 წელს გამოცხადებულ კონკურსში 1 657 775 ლარით 17 ორგანიზაცია დააფინანსა, 2026 წელს კი სააგენტოსთვის ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ 2025 წლის აპრილში შეიქმნა და რომელიც როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ახლა უკვე მილევად...

დაწვრილებითDetails

კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს – აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს – აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული
მთავარი

კახეთში აქცია ერთდროულად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერები ღვინის საწარმოებთან არიან შეკრებილი და ყურძნის ფასს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან...

დაწვრილებითDetails

გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა – შსს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძმებ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ...

დაწვრილებითDetails

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაუშვეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაუშვეს
მთავარი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სულამანიძე თანამდებობიდან გაუშვეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს. როგორც სულამანიძე ამბობს, 16-წლიანი ხელმძღვანელობისა და სისტემაში 19-წლიანი მუშაობის შემდეგ, ადმინისტრაციის დირექტორის პოსტი 21 სექტემბრიდან...

დაწვრილებითDetails

თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი ამოიღეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
“ორმაგი ფილტრი იქნება ჩაყენებული” – სეს-ი იმპორტირებულ რძეს საზღვარზე შეამოწმებს
მთავარი

თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი ამოიღეს - გადაწყვეტილებას წინ ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია უსწრებდა. ამ დრომდე კვლევის საგანია რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი - ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ ეს ერთგვარი პრევენციაა და რძის...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღებს ამოწმებს – რა აჩვენა კვლევებმა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებენ. სააგენტოს ცნობით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო...

დაწვრილებითDetails

თბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული – NCDC

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში ბოლო პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევების გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსია. NCDC-ში აცხადებენ, რომ ჩატარებული კვლევებით ვირუსის არსებობა უკვე დადასტურებულია. ცენტრის ცნობით, ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობა გამოჯანმრთელდა და...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა იოაკიმე და წმინდა ანას ხსენების დღეა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
დღეს წმინდა იოაკიმე და წმინდა ანას ხსენების დღეა
მთავარი

22 სექტემბერს არის ხსენება წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისმშობლისათა იოაკიმე და ანასი. ტროპარი რომელი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს და ყრმა ღმრთივმონიჭებული გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამისთვისცა დღეს ბრწყინვალედ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"