LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,დღეს 31 მარტი რეფერენდუმის დღეა, როდესაც საქართველომ თავისი კურსი ერთსულოვნად განსაზღვრა”-კონსტანტინე გამსახურდია.

,,დღეს 31 მარტი რეფერენდუმის დღეა, როდესაც საქართველომ თავისი კურსი ერთსულოვნად განსაზღვრა”-კონსტანტინე გამსახურდია.

დაპოსტა 2020/03/31-ში
A A
128
ნახვა
გაზიარება

დღეს 31 მარტი რეფერენდუმის დღეა, როდესაც საქართველომ თავისი კურსი ერთსულოვნად განსაზღვრა. იმავდროულად უარი ითქვა სსრკ-ს რეფერენდუმზე. ამის შედეგი იყო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ზვიად გამსახურდიას, ამ ყოველივეს ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე კი შარშან, ამ დროს შედგა, როდესაც ცოტნესთან ერთად, მისი დიდი მეცადინეობით ჩავატარეთ ეს მარჯანიშვილის თეატრში. კიდეც ერთხელ დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მაშინ ამ წამოწყებაში მხარში ამოგვიდგა – საგანგებოდ აღარ გამოვყოფ. ასევე კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩემს სიტყვას.
…
ძვირფასო მეგობრებო,
პოლიტიკოსები, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურების რანგში ადიან, შესაძლოა რამოდენიმე ტიპისა არიან: ერთნი გეოპოლიტიკური ძვრებისთვის ბიძგის მიმცემნი, მეორენი სხვების მიერ დაწერილი პროექტების მუშა შემსრულებლები, მესამენი დახავსებული რეალობების დამკონსერვებლები, მეოთხენი – ჩვეულებრივი ავანტიურისტები; მათ შესაძლოა ქონდეთ ძალაუფლების სისავსე და პრაქტიკული შედეგებიც, მაგრამ არ ქონდეთ არც ავტორიტეტი, არც სიყვარული ხალხის მხრიდან – ისეთი, რომელიც პარტიულობაზე მაღლა იდგება. ასეთი სახელმწიფო კაცი ტექნიკოსია, მასზე იტყვიან, საქმე იცისო. არსებობს კიდევ ერთი სახეობაც – ესაა ამა თუ იმ თანამედროვე “ერი-სახელმწიფოს” დამფუძნებელი მამა, პოლიტიკოსი-შემომქმედი და ხელოვანი, რომელსაც სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც არ აკლია არც ავტორიტეტი, არც სიყვარული მისი თანამემამულეების მხრიდან. ის, ვინც მაღალი თანამდებობის დაკავებამდე ჩანდა ბარიკადებზე, ვინც მანამდეც იმარჯვებდა სიტყვით, კალმით და გაბედული ნაბიჯებით, რაც რისკის ქვეშ აქცევდა, აზიანებდა მის კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ზვიად გამსახურდია სწორედ ამ კატეგორიას ეკუთვნის.

შესაძლოა ბევრმა კარგად, ხოლო ბევრმა ნაკლულად იცოდეს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ამავე დროს როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი ზვიად გამსახურდია არაერთი საქმის ინიციატორი და ყამირის პირველგამკვალავია: იყო ადამიანის უფლებათა პირველი საინიციატივო ჯგუფის და ჰელსინკის პირველი ჯგუფის დამაარსებელი კავკასიაში; საერთაშორისო ამნისტიის კომიტეტის თანადამაარსებელი საბჭოთა კავშირში; აკრძალული ლიტერატურული თვითგამოცემის ორგანიზატორი თბილისში, რომელიც წლების მანძილზე საქართველოდან ამარაგებდა საბჭოთა უფლებადამცველებს; დამაარსებელი პოლიტიკური კოალიციისა, რომელმაც ბალტიელებთან ერთად პირველმა დააყენა საქართველოს გასვლის საკითხი საბჭოთა იმპერიიდან; ვინც პირველმა საბჭოთა სივრცეში ჩაატარა ოფიციალური არჩევნები არასაბჭოური, მრავალპარტიული კანონმდებლობით; ინიციატორი რეფერენდუმისა დამოუკიდებლობაზე, რომლის ჩანაფიქრიც ჯერ კიდევ თეთრცხენოსანი მხედრის რესპუბლიკის ევროპაში გადასულ ემიგრაციას ქონდა, შემდეგ კი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება, რითიც მან გაამთლიანა საქართველოს უახლესი ისტორიის გაწყვეტილი ხაზი 1918 წლიდან ჩვენს ეპოქამდე.

ზვიად გამსახურდიას მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი დაწყებული 1956 წლის ცნობილი პროკლამაციიდან ჯიხაშკარ-ხიბულას ტრაგედიამდე არ არის ამოვარდნილი მისი მოღვაწეობის ერთიანი კონტექსტიდან, რისი მიზანიც ყოველ ეტაპზე იყო ბრძოლა ეროვნული ინტერესების გამომხატველ, იმავდროულად ადამიანურობის შესაბამისი სახის მქონე პოლიტიკისთვის, რათა ის არ გახდეს წილნაყარი ერისა და კაცობრიობის ქაოტიზირების, დაცემის, დემორალიზაციის გამომწვევ ძალებთან.

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის პირველივე მასობრივი აქციებიდან ზვიად გამსახურდია ცალსახად კარნახობს და ადგენს საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს. იგივე ითქმის მის გროზნოულ პერიოდზე, ძალადობრივი დამხობიდან მკვლელობამდე. თვით გარდაცვალებიდან ოცდამეექვსე წელიწადსაც კი მისი ფაქტორი ბევრი თვალსაზრისით უჩვეულოდ ქმედითია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ საზოგადოებრივ დისკუსიაში. მერაბ კოსტავამ ერთხელ ასეთი სიტყვებით მიმართა მას, “ახალ ხარისხზე ასწიე ერიო”. აქ დამფუძნებლური ქმედება იგულისხმება, რაც გარდა პოლიტიკური აქტისა შინაარსობრივად იყო ერი-სახელმწიფოს შექმნის ყოვლისმომცველი ხელშეკრულება – რომელიც ერთი კონკრეტული დღით ვერ შემოიზღუდება. ნოემბრები და აპრილები, მრავალათასიანი მიტინგები და მანიფესტაციები იყო ამ ხელშეკრულების დადების პირველი მოქმედება, მათში ჩართულ ინდივიდებს, მოქალაქეებს შორის; “მრგვალი მაგიდის” 63-ვე სხდომა პროგრამატული განხილვებით, შემდეგ თავისუფალი არჩევნები, უზენაესი საბჭოს სესიები, რეფერენდუმი და დამოუკიდებლობის გამოცხადება პირველ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად იყო მეორე მოქმედება – როდესაც ეს დიდი ხელშეკრულება უკვე ხალხსა და სახელმწიფოს შორის დაიდო. იმის შემდეგ ხელისუფლებები და ხალხი გამოიცდებიან იმის შესაბამისად, თუ რამდენადად ერთგულნი არიან ამ ხელშეკრულებისა. ამ მხრივ გაფრთხილებად და იმავდროულად ერთგვარ ანდერძად ჟღერს ზვიად გამსახურდიას სიტყვები: “არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება-ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს”.

ზვიად გამსახურდიას რომ დღევანდელი საქართველოსთვის შემოეხედა, იგი არ შეკრთებოდა, თუმცა ბედნიერადაც არ იგრძნობდა თავს. მან თავის თეორიულ ნაწერებში და ლექციებში საქართველოს სულიერ, ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ მისიაზე ისაუბრა. ჩვენი თანამედროვეობა კი რა სურათს გვთავაზობს? ხელში შეგვრჩა ძალიან ბანალური და არაფრისმთქმელი აღწერები ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მისწრაფებებისთვის. არაფრისმთქმელია ის, რომ ცეკვავ, მღერი, ასხამ ღვინოს, ტურიზმს აღორძინებ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება გსურს. ზვიად გამსახურდია არც უტოპისტი ყოფილა რომ გონებოდა, თითქოს თავისუფლებისა და ღირსების საუფლო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის და მანამდე ცარისტული გუბერნიების ადგილას ხუთიოდე წელიწადშია დამკვიდრებადი. ისიც უწყოდა, რომ დასავლურობის და თავისუფლების გაგებას აქვს როგორც ნამდვილი, ისე ყალბი და სუროგატული გაგებები. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი დასავლურობა უპირველეს ყოვლისა კულტურაა, ცივილიზაციაა, პოლიტიკური ნააზრევია, იმ სოციალური და სამართლებრივი სისტემების შესწავლა და დამკვიდრებაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოიქნა ევროპაში, ამოუწურავი შესაძლებლობების კონტინენტზე. ის არ არის “პორნოგრაფია, სადისტური ფილმების კულტი, მოდების წამხედურობა, ხელგაწვდილი დგომა კრედიტების მოლოდინში, საეჭვო გარიგებები პოლიტიკურ ავანტიურისტებთან საკუთარი ერის საზიანოდ”. მისივე გაგებიდან გამომდინარე დავამატებდი: თავისუფლება კი ზნეობრივი და პასუხისმგებლიანი ინდივიდუალიზმია, ამავე დროს ასეთივე ინდივიდუალიზმების სიმრავლეა, რომლებიც ცდილობენ და ახერხებენ კიდეც ერთმანეთთან ხმაშეწყობილად თანაარსებობას.

ზვიად გამსახურდია როგორც ერისკაცი და მორწმუნე ქრისტიანი, როგორც, ჯოხარ დუდაევის თქმით, “პრეზიდენტი ბიბლიით ხელში” ხელს უწყობდა ეკლესიურობის აღორძინებას, ამავდროულად მხარს უჭერდა ეკლესიის ინსტიტუტების რეფორმას და იქიდან საბჭოური მენტალობის განდევნას. იგი თვლიდა, რომ გარდა ეკლესიის მოწოდებისა ადამიანებს ასწავლოს ჭეშმარიტი გზა სულის ცხონებისკენ და სასუფევლისკენ, იგი ქართულ სახელმწიფოსთან ერთად მხარდამხარ უნდა იბრძოდეს ნამდვილი ეროვნული და პატრიოტული ღირებულებებისთვის. მან კარგად იცოდა, რომ თანამედროვეობის გამოწვევებთან ვერაფერს გახდება გიგანტური რელიგიური ინსტიტუტი, მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური შინაარსებით, ამქვეყნიური ძალაუფლების ბერკეტების და უზარმაზარი უძრავ-მოძრავი ქონების განმკარგავი. დღეს რომ საქართველოსთვის შემოეხედა, ზვიად გამსახურდია არ მიესალმებოდა ქართველობის დაყოფას პოლიტიკურ სექტებად და უსაზმნო, დაუსრულებელ კინკლაობას მეორე და მესამეხარისხოვან საკითხებზე, იქ, სადაც მხოლოდ პერსონებზეა სწორება, სადაც არ არსებობს გამაერთიანებელი სერიოზული პოლიტიკური პლატფორმა ან პლატფორმები; იქ სადაც არ ფიქრობენ და პრაქტიკულად არ მუშაობენ სამოქალაქო პატრიოტიზმზე, სადაც ელიტების ანგარიშგასაწევი ნაწილი შესაძლოა საბედისწერო ინერციით თუ შეგნებულად მეზობელი დამპყრობელი სახელმწიფოს ინტერესებს ატარებდეს.

ასეთია მისი პოლიტიკური ანდერძის არასრული წართქმითი და უკუთქმითი ინტერპრეტაცია, ანუ როგორი უნდა იყოს და როგორი არ უნდა იყოს. მისი სახელი ამიერიდან საზომია, მეტრია, რითიც ყველა გაიზომება.
ვულოცავ ამ დღეს სრულიად საქართველოს,

31 მარტი 2019

თეგები: კონსტანტინე გამსახურდიარეფერენდუმი
გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 11, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოერიდეთ საკამათო თემებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ემოციური სტაბილურობა. კურო მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებსა და ოჯახის ხანდაზმულ წევრებს. იყავით ზომიერი, ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებთან. ტყუპები გულმოდგინეთ შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორები,...

დაწვრილებითDetails

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა
მთავარი

თბილისში, ყოფილ იპოდრომთან მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. წყარო: ინტერპრესნიუსი

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა ახალშენის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა
მთავარი

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

დაწვრილებითDetails

თბილისში ავარიას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა - ინფორმაციას “ინფო იმერეთი" ავრცელებს. სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა. კაცი, რომელსაც მეზობლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო,...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები
მთავარი

სამტრედიაში,გუშინ  რუსთაველის ქუჩაზე, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე
მთავარი

ზურა შევარდნაძემ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ წონის კონტროლი ბარიატრიული ქირურგიული ჩარევით მოიპოვა. თქვა ისიც, რომ ანალიზს იკეთებს წელიწადში ორჯერ, სვამს ბალახეულ ნაყენებს... მოკლედ, ჯანმრთელად ცხოვრობს. შევარდნაძემ თავისი ჯანმრთელობის ანამნეზზე ისაუბრა გადაცემაში...

დაწვრილებითDetails

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
პოლონეთში ავარიას 27 წლის ქართველი ემსხვერპლა
მთავარი

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ AprioriTV-ი ავრცელებს.  გამოცემის ინფორმაციით, ქართველს თავს უცნობი ქალი დაესხა თავს. ირკვევა, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 
მთავარი

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ 19 წლის სალომე ბერაძეს ახლობლები ემშვიდობებიან : "სალოო, შენ წახვედი, მაგრამ ჩვენში ტკივილი დარჩა, როგორც ჩუმი ღამის გოდება, რომელიც სულში უშენობის მელოდიას მღერის.... მუდამ ჩვენს გულებში გადარეულოო..."...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"