“დღეს მოედანზე ვერ გავა გუნდი, მაგრამ დღეს ტრიბუნებზე გავა გულშემატკივარი” – რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონე ქუთაისის ტორპედოს მხარდასაჭერი აქცია-პერფომანსი იწყება.
“აქცია პერფომანსი უგულშემატკიროს უგუნდო სტადიონს
პირველ რიგში, “ტორპედო” დიდ გულისტკივილს გამოხატავს ამ დღეებში მომხდარ ტრაგიკულ ამბებთან დაკავშირებით.
ეს დღეები ყველა ერთად ვგლოვობთ იმ დანაკარგს, რომელიც განვიცადეთ და, გვერწმუნეთ, ნამდვილად არავის დამძიმება არ გვინდა იმ გადაუჭრელი პრობლემით, რომელიც ჯერ კიდევ დგას ჩვენს კლუბში.
…თუმცა ჩვენი გამოსავალი არის გაძლებაში, ჩვენი გამოსავალი არის ბრძოლაში!
გამომდინარე აქედან, არაფერს შევუშინდებით! იმიტომ არა, რომ ეს უბრალოდ საფეხბურთო კლუბის გადარჩენის საკითხია. იმიტომ, რომ ამით უნდა გადარჩეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორიაც, აწმყოც და მომავალიც… იმიტომ რომ ეს ჩვენი ოჯახია… ეს ჩვენი შვილებია… ეს ჩვენი ქალაქია… ეს ჩვენი ქვეყანაა…
და ჩვენ გადავრჩებით!
დღეს მოედანზე ვერ გავა გუნდი,
მაგრამ დღეს ტრიბუნებზე გავა გულშემატკივარი…
დღეს ქუთაისი უქომაგებს ისტორიას, სიყვარულს, ერთგულებას, მომავალს რომელიც ამ სიკვდილამდე მიყვანილ საფეხბურთო ოჯახს აუცილებლად ექნება!
არ დავნებდებით!” – ვკითხულობთ ტორპედოს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე
https://www.facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/videos/206166623844583/UzpfSTMxNzEyNDMwOTEyMzIyMTo2MTI4NTgzMTI4ODMxNTE/